Friday, June 17, 2016

დღე მეცხრე

დღეს განსხვავებული ტრეინინგი გვქონდა. დავიწყეთ დავალებების ჩამონათვალი და გადავედით სასწავლო გეგმის პრეზენტაციებზე. მოვისმინეთ კოლეგების მიერ მომზადებული ნამუშევრები. ბევრი საინტერესო პრეზენტაცია იყო. ძალიან საინტერესო მეცადინეობები გვქონდა. კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდი კოლეგებს სხვადასხვა სკოლიდან. დიდი მადლობა ბატონ დავითს, სასურველი იქნებოდა კიდევ გარძელდეს ასეთი ტრეინინგები.  მოგვენატრები ბატონო დავით.....

Sunday, June 5, 2016

დღე მერვე

დღე დავიწყეთ დავალებების ჩამონათვალით. შევარჩიეთ სავალდებულო დავალებები.  განვიხილეთ პროექტის დამხმარე დოკუმენტებზე. შესრულებული დავალებები განვათავსეთ შესაბამის საქაღალდეებში.

Saturday, June 4, 2016

მეშვიდე დღე

დღეს განვიხილეთ შეფასების ფორმები-პროექტის შეფასება. წინასწარ განვაზღვრეთ თუ რას ვაფასებთ, შევისწავლეთ შეფასების შკალის სხადასხვა ფორმების შექმნა, სხავადასხვა უჯრების ჩასმა სტრიქონების წინ. შევქმენით შეფასების რუბრიკა.

Friday, June 3, 2016

დღე მეექვსე

დღეს მრავალფეროვანი პროგრამა გვქონდა. კითხვარს დავამატეთ კითხვები, სადაც გამოვიყენეთ საათისა და თარიღის მითითება დაკითხვები სურათებით.გავაკეთეთ კომენტარები ბლოგზე დღეების შეფასების შემდეგ. განვიხილეთ თუ როგორ შეიდზლება შევცვალოთ ჩვენი ბლოგის ,,სათაური,,-სახელი.  დავამატეთ ჩვენს ბლოგზე სამუშაო ღილაკები.  ბლოგზე გადავიტანეთ კითხვარი და სხვა ნამუშევრები, დავდეთ ვიდეო  კითხვარით ინტერნეტიდან ბლოგზე.

Saturday, May 28, 2016

დღე მეხუთე

ტრეინინგი კვლავ საინტერესო იყო. განვიხილეთ სასწავლო პროექტებისთვის საჭირო რესურსები.  გავეცანით Drive-ის ინსტრუმენტების გამოყენებას, გავაკეთეთ პროექტის კითხვარი.

Sunday, May 15, 2016

დღე მეოთხე

დღე იყო საინტერესო. გავეცანით საავტორო უფლებებთან დაკავშირებული პობლემები. წავიკითხეთ და გავარჩიეთ საავტორო უფლებები. გავაკეთეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი. გავამზადეთ ახალი საქაღალდეები პორტფოლიოსთვის. 

Wednesday, May 11, 2016

დღე მესამე

 დღეს მუშაობა დავიწყეთ დავალების განხილვით. შემდეგ შევისწავლეთ საგანმანათებლო ტექნოლოგიური პუბლიკაციების შექმნ, დავამზადეთ ბეჭდური, ხელით ნაკეთი და სარეკლამო პუბლიკაციები. ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო. დიდი მადლობა ბატონ დავითს....